16:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 18:45:36, 919 ნახვა

საზოგადოება
როგორ გადავიხადოთ პატრულის ჯარიმა „თიბისი ფეიზე“?

პატრულის ჯარიმის გადახდა ხშირად გვიწევს, თუმცა არ ვიცით როგორ და სად გადავიხადოთ თანხა ისე, რომ მომენტალურადაც აისახოს და სერვერიც დაცული იყოს. სწორედ ასეთი პლატფორმაა "თიბისი ფეი" - ერთიანი გადახდის სისტემა, სადაც შეგიძლია 1,000-ზე მეტი სერვისი იპოვო და გადაიხადო ისეთი გადასახადებიც კი, როგორიც არის პატრულის ჯარიმა.

ჯარიმის დასაფარად, პირველ რიგში, ეწვიე ვებგვერდს ან გადმოწერე აპლიკაცია უფასოდ. ბუნებრივია, ნებისმიერ გადახდას რეგისტრაციის გარეშე შეძლებ, თუმცა თუკი დარეგისტრირდები, ბევრად მეტი უპირატესობის გამოცდას შეძლებ.

მარცხნივ, სანავიგაციო პანელში იპოვე “სახელმწიფო სერვისების” ველს. აქ დაგხვდება ბევრი სხვადასხვა სერვისი - პატრულის ჯარიმები, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები და რეესტრიც კი. აირჩიე პატრულის ჯარიმა და დაიწყე შევსება.

პატრულის ჯარიმის გადახდას 3 სხვადასხვა მეთოდით შეძლებ:

შეგიძლია, გადაიხადო ქვითრის ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;
ასევე შეგიძლია გადახდა ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტის) ნომრით;
აქვე იპოვი გადახდას ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრით.
როცა გადახდას დაასრულებ, აუცილებლად შეინახე ქვითარი. თუკი რეგისტრირებული ხარ, შეძლებ, შენი პირადი კაბინეტი გააკეთო და ყველა საჭირო ნომერი თუ კოდიც იქვე შეინახება.

"თიბისი ფეიზე" გადახდა მარტივია და სულ რამდენიმე წუთს წაიღებს ხოლმე. რაც მთავარია, იცი, რომ შენი ნებისმიერი ტრანზაქცია მაქსიმალურადაა დაცული.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics