|
2023-12-05 15:09:58, 647 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. "პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა, როდესაც ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ერთამენთისკენ მიმავალი გზები გამოგვენახა იმიტომ, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა და ამისთვის ვტოვებთ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვილაპარაკეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე",- განაცხადა პარტიის ყოფილმა წევრმა, მაია კალანდიამ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა პარტია ასევე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)