09:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 11:13:35, 587 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული

საქართველოს მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა.

„პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) პროექტის და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის - GLOSIS მოთხოვნების შესაბამისი ნიადაგის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება.

მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება“- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics