11:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 16:56:14, 828 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ადასტურებს, რომ გენერალი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში გენერალ-მაიორ ვლადიმერ ზავადსკის დაღუპვას ადასტურებს. 

როგორც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში, "სპეცოპერაციის ზონაში" დაიღუპა.

გუბერნატორს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ცნობები ზავადსკის სიკვდილის შესახებ მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერალ-მაიორი უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა.

სამხედრო გამოცემა Novorossiya იტყობინებოდა, რომ ზავადსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გარდაიცვალა. სხვა წყაროების თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსანი, შესაძლოა, ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის მახლობლად დაღუპულიყო.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზავადსკი გახდა მე-7 გენერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა. 4 რუსი გენერალი - ანდრეი სუხოვეცკი, ვლადიმერ ფროლოვი, კანამატ ბოტაშევი და რომან კუტუზოვი სრულმასშტაბიანი ომის პირველ ოთხ თვეში გარდაიცვალნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics