23:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 11:12:02, 700 ნახვა

მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დროს კიდევ 3 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

IDF-ის ცნობით, ამით "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთი ოპერაციების დროს დაღუპული სამხედროების რიცხვი 75-მდე გაიზარდა.

დაღუპული სამხედროების ოჯახები მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გუშინ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ, IDF-მ 401 სამხედროს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა, მათგან 75 უშუალოდ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას ემსხვერპლა, დანარჩენი კი, ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთ ისრაელზე თავდასხმისას დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას სექტორში სახმელეთი ოპერაცია დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics