2023-12-04 10:21:16, 634 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, საუბრისას განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყონ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებას და ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის დახმარების გაზრდას.
„ბლინკენმა მადლობა გადაუხადა კატარის პრემიერ-მინისტრს გაწეული თანამშრომლობისა და ძალისხმევისთვის "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზების უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,