19:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 16:13:16, 655 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია პრეზიდენტის განცხადებაზე - ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას

გული მწყდება, მე მის გაპრეზიდენტებაზე მაქვს ამაგი, მთელს პარტიას გვაქვს, მაგრამ მათ შორის, მე - განსაკუთრებული. ვერ ვიჯერებ, როდესაც ასეთ განცხადებებს ვუსმენ, იმიტომ რომ, როდესაც სულ რაღაც ორ კვირაზე ცოტა ნაკლებში, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სულ რომ ქვეყანა ფეხქვეშ ეწვოდეს, ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ სამშობლოზე და რომელსაც მართლაც სურს, საკუთარი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, პირში წყალს ჩაიგუბებდა და არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა სტატუსის მონიჭებამდე, მერე, რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ხალხს უჭირს, იპოვოს სამართალი.

ოდიშარიას თქმით, მსგავსი სახის განცხადებებით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, პოლიტიკოსების რეიტინგის და ნდობის დაკარგვით მთავრდება. 

"ყველაფერი შეიძლება დააბრალო "ქართულ ოცნებას", ენა მოიტეხეს უკვე, ხალხი იცინის პრორუსულს რომ იძახიან, დასცინის, იმდენად უნიჭოები არიან, "პრორუსულის" გარდა სხვა ვერაფერი მოიგონეს. ერთმანეთს ბოლშევიკებს ეძახიან და ჩვენ პრორუსებს. "ქართულ ოცნებას" რომ ის დააბრალო, აქ სამართალი არ არის , ქუჩაში ხალხს ხომ არ ვკლავთ და ხომ არ დავდევთ? მიტინგების მერე, ჯიხურების თავზე ვითომ დენმა დაარტყა ხომ არ ვიძახით? ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას. ძალიან კი არ მსურდა რომ ეს ქალბატონ  სალომეს დამართოდა, მაგრამ იმართებს და რა ვუშველოთ, არ ვიცი, მაშველი რგოლი არ მაქვს ასეთი", - განაცხადა ოდიშარიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics