20:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 13:28:01, 794 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას?

ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ერთადერთი, რისი ახსნაც სტუდენტებისთვის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, არის, ის თუ როგორ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია.

"უფუნქციოდ დატოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს - ვინ უშლიდა, რა ღირებულების მატარებელი არის, ან რა ფუნქციის მატარებელია, ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, უნდა მივიდეს და ჩვენს მომავალ თაობას უნდა აუხსნას, ბოდიში და - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას, როგორ გათელა, პრაქტიკულად, საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც მან კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია - დღისით, მზისით, საჯაროდ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და პეტიციაზე ხელი მოაწერინონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics