20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 14:19:00, 871 ნახვა

პოლიტიკა
შამბა - კონფლიქტის დასაძლევად უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების გზები

"ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

შამბას თქმით, მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება აუცილებელია. 

„მე არაერთხელ მისაუბრია და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია", - განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანი "როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან" ჯერ კიდევ აგრესიულადაა განწყობილი.

"ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პრობლემის როგორღაც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ.

ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“, - დასძინა შამბამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics