21:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 17:21:24, 683 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა ნეთანიაჰუს „ღაზას ყასაბი“ უწოდა და „ცაჰალის“ ქმედებები გენოციდად შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ღაზას ყასაბი“ უწოდა და „ცაჰალის“ ქმედებები გენოციდად შეაფასა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში პასუხი აგებინოს ისრაელის ხელისუფლებას "იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ღაზას სექტორში ჩაიდინა".

„ჩემი ღაზელი ძმები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა გენოციდი მოაწყვეს, ისინი წვავდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს მთელი კაცობრიობის თვალწინ. 2,3 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა. ნეთანიაჰუ, რომელმაც ეს ჩაიდინა, უკვე შევიდა ისტორიაში როგორც ღაზას ყასაბი“, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics