01:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 16:08:35, 835 ნახვა

მსოფლიო
TASS - კრემლს სურს, რომ ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა ხელი „ლოიალურობის შეთანხმებას“ მოაწერონ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში შესვლისას უცხოელებს "ლოიალურობის შეთანხმებაზე" ხელის მოწერას დაავალდებულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს რუსული პოლიტიკის "დისკრედიტაცია", საბჭოთა ხალხის წვლილის "დამახინჯება" ფაშიზმზე გამარჯვებაში და "ტრადიციული ღირებულებების" უარყოფა ეკრძალებათ.

"როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, უცხოელს, რომელიც შემოდის ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, ეკრძალება: ჩაერიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების საქმიანობაში და მოახდინოს მისი დისკრედიტაცია ნებისმიერი ფორმით; დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ მიგრანტებს ეკრძალებათ ინფორმაციის თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენება, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი მორალური და სხვა ფასეულობების დაკნინებას ან უარყოფას, როგორიცაა: ოჯახი, დედობა, მამობა, ბავშვობა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა; უცხოელებს ასევე ეკრძალებათ ისტორიული სიმართლის დამახინჯება საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ სამშობლოს დაცვაში და მისი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში", - წერს TASS-ი.

გარდა ამისა, უცხოელებს ასევე ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა და კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა.

აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ "უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ".

გამოცემის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი რუსეთის დუმაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics