21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 14:09:36, 659 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა - „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“

მძიმე მდგომარეობაა - "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს", როგორც იტყვიან, "ნაცმოძრაობაში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები სისუსტის ნიშანია. 

"გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო "ნაცმოძრაობის" წევრი, თუმცა,  მელიამ აუმხედრა, თუ არ ვცდები, საკრებულოები, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება "ნაცმოძრაობაში" და ალბათ, კიდევ გაგრძელდება. ეს არის, რა თქმა უნდა, სისუსტის ნიშანი. ენმ-ი არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. ანუ სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება",- აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ.

დღეს, 29 ნოემბერს ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ ენმ-ის თბილისის ორგანიზაციების ყოფილმა თავმჯდომარეებმაც მოუწოდეს.

დღესვე, ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics