21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 13:49:25, 636 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - რეკომენდაცია ენმ-ს - თავმჯდომარის პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში „ხაბე“ იქნება, კენტ რიცხვებში - მელია

რეკომენდაცია გვაქვს "ნაცმოძრაობასთან" - დაამატონ ერთი პოსტი თავმჯდომარის - ლუწ რიცხვებში "ხაბე" იქნება, კენტ რიცხვებში მელია იქნება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პარტიას 2024 წლის არჩევნებამდე მისვლისთვის "გეგმას" სთავაზობს.

"ნაცმოძრაობაში" ისეთი სიხშირით ატარებენ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, რომ მე მგონი, პარლამენტის არჩევნები გამორჩებათ საერთოდ. ამიტომ, რეკომენდაცია გვაქვს "ნაცმოძრაობასთან", რომ რა გახდა ახლა, დაამატონ ერთი პოსტი თავმჯდომარის - ლუწ რიცხვებში "ხაბე" იქნება, კენტ რიცხვებში მელია იქნება. შაბათ-კვირას, ორივემ ხელჩაკიდულმა იაროს ხან კვიპროსში და ხან "ვივამედში". ასე ერთიანად გადაარჩენენ პარტიას და მივლენ არჩევნებამდე. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა, ერთი არის მაინც - გააუქმონ თავმჯდომარის პოსტი, სიმბოლურად მიიტანონ თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში სააკაშვილთან და იქ კი დახვდებათ ბოტასები და აღარ იქნება ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რეალობაა "ნაცმოძრაობაში" და თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მიხოხდებიან 2024 წლის არჩევნებამდე",- ამბობს მაჭარაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics