|
2023-11-28 17:20:04, 645 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ იქნება
არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წესდებაში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარე 2 წლით ირჩევა, აღნიშნული ვადა კი, მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მომავალ წელს გასდის. "განსაკუთრებულად პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები პირველ რიგში არის ჩანიშნული, დაახლოებით, ერთ წელიწადში - 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე, შესაბამისად თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ფართო შიდა ოცეულობით არჩევნებში, ალბათ, იმ დროისთვისაც იქნება ელექტრონული წესით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ასე მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში",- განაცხადა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ მოწოდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის,ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეები, წევრები და თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)