22:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 16:51:28, 668 ნახვა

საზოგადოება
ამილახვარი - სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლებაც მიიღონ

სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლებაც მიიღონ,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს შეირჩევა 50 სკოლა, სადაც პროფესიული განათლების შეტანა დაიწყება.

"ჩვენ ვიწყებთ აქტიურად ზოგად განათლებაში, სასკოლო განათლებაში და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების შემოტანას და დაწყებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის საგნებთან ერთად, ბუნებრივია, ამას დასჭირდება დრო და პირველად 2024 წლისთვის დაგეგმილია 50 სკოლის შერჩევა და დაწყება ამ პროცესის, რომელიც შემდგომ წლებში გაგრძელდება ურყევად. იმ რეგიონში ის მოთხოვნადი პროფესიები, ის შრომის ბაზრის მოთხოვნები, რომლებიც იქაურ ტერიტორიას და მდებარეობას ესაჭიროება, სწორედ ის პროგრამები დაინერგება სკოლაში და სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ასევე პროფესიული განათლება, რაც სკოლის ატესტთან ერთად, მათ ასევე სრულ შესაძლებლობას აძლევს, რომ ჰქონდეთ დიპლომი და მოხვდნენ შრომის ბაზარზე როგორც თვითდასაქმების კუთხით, ასევე, სხვასთან მუშაობის კუთხით. მათ არასდროს კარი არ დაეხურებათ, რომ გააგრძელონ შემდგომი განათლება როგორც უმაღლეს განათლებაში, ასევე, პროფესიულ განათლებაში",- თქვა ამილახვარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics