2023-11-26 14:17:50, 1453 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 23 ქალაქი და სოფელი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა 25 ნოემბერს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს 113-ჯერ დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებმა 113 დარტყმა მიაყენეს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს. 99 საარტილერიო ჭურვი დაეცა გულიაიპოლის, ორიხოვის, ნოვოდანილივკას, ლევადნის, პოლტავკას, ლუგივსკის, პრეობრაჟენკას, სტეფნოჰირსკის, კამიანსკის, პიატიხატოკის, პლავნივის და ფრონტის ხაზის სხვა დასახლებების ტერიტორიაზე“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,