14:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 18:41:55, 1002 ნახვა

საზოგადოება
„დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება“ - პარლამენტთან ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან  "ქალთა მოძრაობა", "საფარი" და აზერბაიჯანული თემის აქტივისტები ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავენ.

როგორც "საფარის" დირექტორი, ბაია პატარაია აღნიშნავს, ადრეულ ასაკში ქორწინება გახშირებულია და მას ხელისუფლება ვერ უმკლავდება.

"კანონმდებლობითაც ბავშვთა ქორწინება არ იკრძალება. მართალია, საქორწინო ასაკი 18 წელია, მაგრამ თუ 18 წლამდე ეს ხორციელდება, მაშინ ის დასჯადი არ არის.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია პრაქტიკითაც, ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს და თავიდან აიცილოს, პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების", - განაცხადა ბაია პატარაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics