21:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 17:45:33, 595 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა მელიაზე - თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და პარტიის წევრად არ განვიხილავთ

ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას არ განვიხილავთ პარტიის წევრად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, მელიამ "გეოპოლიტიკურ არჩევნებში ენმ-თან ერთად შესვლის შესაძლებლობა არ გამოიყენა".

"ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ერთობის დოკუმენტი ყოფილიყო მისთვისაც ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და ეს განმარტება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ცალსახად გააკეთა და შესაბამისად, არ განვიხილავთ მას პარტიის წევრად...

მე არ მინახავს სხვა ადამიანების კონტრშეთავაზებები და კონტრდოკუმენტები და არც ასეთი მკაფიო უარი, რომ ისინი არ უერთდებიან პრეზიდენტი სააკაშვილის ერთობის მანიფესტს. ასეთი განაცხადი და ასეთი კონტრშეთავაზება მოვისმინე მხოლოდ ნიკა მელიას მხრიდან. მე ვთვლი, რომ მათ შესაბამისად გაიზიარეს ერთობის მანიფესტის სულისკვეთება",- ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics