23:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 15:44:44, 700 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ შარაძემ და ვაჟა სირაძემ Frontex-ის მმართველი საბჭოსა და ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი პარტნიორების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ მონაწილეობა მიიღეს ვარშავაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფ პარტნიორი ქვეყნების საზღვრის მართვის სამსახურების ხელმძღვანელებსა და ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მმართველ საბჭოს შორის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს Frontex-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანს ლეიტენსთან.

„მხარეებმა, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

საქართველო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის პარტნიორ სხვა ქვეყნებთან ერთად პირველად მონაწილეობს ასეთი ფორმატის შეხვედრაში.

მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა, Frontex-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტატუს შეთანხმებების განხორციელების, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს Frontex-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების წარმატებულ პრაქტიკას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics