|
2023-11-24 13:23:55, 658 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური ენმ-ზე - იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ - რა ეზეიმებათ ამ უბედურებს
ბოროტმა ძალამ გუშინდელ ამბავს ღონისძიება დაარქვა. სინამდვილეში, არც მეტი და არც ნაკლები, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ქელეხი იყო - რა ეზეიმებათ, ამ უბედურებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, პარტიის მმართველობა ქართველმა ხალხმა "ისტორიის სირცხვილად" შეაფასა, ბოდიშის ნაცვლად კი, "იკრიბებიან და მასკარადს აწყობენ". „რა მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, ჩვენს ქვეყანას თავს რა უბედურება დაატეხეს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ნაცვლად ამისა, იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ. რა ეზეიმებათ, ამ უბედურებს, მართლა მაინტერესებს, რას ზეიმობენ, როცა ქართველმა ხალხმა მათი მმართველობა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი, მწამებლებისა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანი პოლიტიკური ძალა. თავის დროზე, ეს ბოროტები ქვეყანას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოასხდნენ და ხალხის წამებითა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებით იყვნენ დაკავებული. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“,- თქვა ღუდუშაურმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ცნობისთვის, გუშინ 23 ნოემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "ვარდების რევოლუციის" 20-წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)