|
2023-11-24 09:52:06, 761 ნახვა
საზოგადოება
თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება
პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას შემოუერთდა - ახალი ბრენდი - EFES Special ტყის აღდგენაზე თიანეთის სატყეო უბანში იზრუნებს, რისთვისაც 13 200 ლარი დაიხარჯება. "მიმდინარე წელს, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს კომპანია 12,1 ჰექტარ ფართობზე, სიმონიანთხევის სატყეო უბანში განახორციელებს და აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით. „ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალური შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა. შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები. პლატფორმას 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება. „ტყის მეგობრის“ მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს პორტალზე - www.forestfriend.ge, შეარჩიოს სასურველი პროექტი, მოახდინოს დონაცია და გახდეს ტყის მეგობარი",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)