21:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 21:33:23, 642 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ მთავრობა უნდა ემსახუროს მათ

მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრეობის და სიამაყის განცდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს.

"მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრეობის და სიამაყის განცდა. რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ წავიდა დრო, როცა ხალხი ემსახურებოდა მთავრობას და დადგა დრო, როცა მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს.

ჩვენ, აქ შეკრებილ ადამიანებს და კიდევ ასეულობით მოქალაქეს გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული, გამარჯვებული ევროპული ქვეყანა და ეს ორი იდეა უპირისპირდება დღესაც ერთმანეთს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics