|
2023-11-23 10:17:48, 691 ნახვა
პოლიტიკა
„ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა
დღეს, 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციიდან" 20 წელი გავიდა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში "ვარდების რევოლუციის" სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა მისცა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", სადაც მმართველი პარტია "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება" შედიოდა, გამარჯვებულად გამოაცხადა. იმავე ღამით, გრიბოედოევის თეატრის დარბაზში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. პარტია ეყრდნობოდა ეგზიტ პოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" 20,8%-ით ლიდერობდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, "ახალი საქართველოსთვის“ - 12,9%-ით და "ლეიბორისტული პარტია" - 12,8%-ით ინაწილებდნენ. 3 ნოემბერს, ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა, მათ შორის კი, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობდა. ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა“ (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდა. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების“ გამარჯვება აღიარა, ენმ-მა კი, შესაძლო სახალხო გამოსვლებზე დაიწყო საუბარი. 4 ნოემბერს, პირველი დემონსტრაცია ჩატარდა. 13 ნოემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აღარ აპირებდა და აქციების ერთადერთ მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა იყო. 20 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა: "ახალი საქართველოსთვის" – 21,32%; "დემოკრატიული აღორძინების კავშირი"- 18,84%; "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" – 18,8%; "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 12,04%; "ბურჯანაძე-დემოკრატები" – 8,79%; "ახალი მემარჯვენეები" – 7,35%. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა. ედუარდ შევარდნაძემ, ამის მიუხედავად, 22 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა. 21 ნოემბერს, საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ამავე დღეს, ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები შეიჭრნენ. შევარდნაძემ დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა. 23 ნოემბერს, 20:00 საათზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. 24 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. 26 ნოემბერს, ბურჯანაძემ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების თითქმის 97% მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის 28 მარტს გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიამ - "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" საკანონმდებლო ორგანოში 235-დან 135 მანდატი მიიღო.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)