15:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 15:48:06, 628 ნახვა

საზოგადოება
ოდიშარია - ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს

გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი , მოედნების მშენებლობა ,როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ, 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

ოდიშარიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალორგანიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთელებისათვის კომფორტი შექმნას.

მისივე თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე.

„სამწუხაროა, რომ ყველანი ერთად უცნაურ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე გახლდით. ევროპული გრანდების არაერთ მატჩს დავსწრებივარ საერთაშორისო ტურნირებზე.

ბევრი რამ მინახავს, ბევრი ქვეყნისა და ერის გულშემატკივარს ჩავხედე თვალებში. მათ შორის, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბრაზილიელთა გულშემატკივრობა 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც მასპინძლები მარაკანაზე 1:7 დამარცხდნენ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან.

არ დამავიწყდება ჩემი გაოცება, რომ გულშემატკივარი ტაშით აცილებდა თავის გუნდს, მაშინ როდესაც, არც თოთო ბავშვს და არც ღრმად მოხუცს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მათი ეროვნული გუნდი გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. რა გვჭირს?! კვარა არ დადგა თამაშზე- ვაგინებთ კვარას, კვარამ ითამაშა, მიიღო ყვითელი- ვაგინებთ ფედერაციას. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებითაც…

მოხდა ადამიანური შეცდომა, მივუტევოთ და გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში…. ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოედნების მშენებლობა, როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა… რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა.

ფეხბურთი არის ის, რაც გვაერთიანებს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს. მოდი შევეცადოთ, რომ ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ, ჩვენი ეროვნული ნაკრების ირგვლივ, ქართული ფეხბურთის ირგვლივ.

ვუგულშემატკივროთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ნამდვილი გულშემატკივრები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი.

შესაბამისად, მინდა მწამდეს და მწამს კიდეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომ ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას.

საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას, წარმატებას და ზურგის ქარს ვუსურვებ მათ“, - წერს ოდიშარია "ფეისბუქზე".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics