2023-11-22 12:40:17, 994 ნახვა
მსოფლიო
ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბჟანია მოსკოვში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარესთან, თემურ აჰიბასთან ერთად იმყოფება.
"პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში იმართება. მოგზაურობისას სახელმწიფოს მეთაურს თან ახლავს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ აჰიბა", - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში 9 ნოემბერსაც იმყოფებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,