2023-11-21 21:16:26, 992 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა აცნობიერებს, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის გზა არის დამსახურებების და არა საჩუქრების გზა და აღნიშნავს, რომ უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,