22:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 18:26:34, 775 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულდა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და რეგიონებში დასრულდა. ბოლო კონფერენციები დღეს ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს; ჭიათურის ორგანიზაციას – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე; საჩხერის ორგანიზაციას – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი;  ზესტაფონის ორგანიზაციას – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი; თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე; ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი; სამტრედიის ორგანიზაციას – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე; ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე; წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე; ქუთაისის ორგანიზაციას – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე; ვანის ორგანიზაციას – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი; ბაღდათის ორგანიზაციას – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.

სულ „ქართული ოცნების“ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics