23:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 11:31:20, 732 ნახვა

პოლიტიკა
კალინდრა გინტურის მკვლელობაზე - არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას

მინდა მწუხარება გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

კალინდრას თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში აღშფოთებას იწვევს.

"აღშფოთებას იწვევს რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ უკრაინაში და მოლდოვაში. ამ ფონზე ყველანაირად უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. რუსეთის ხელისუფლება იყენებს ძალას უმწეო, შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე მინდა მწუხარება გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას", - განაცხადა კალინდრამ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics