04:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 09:28:29, 979 ნახვა

მსოფლიო
დუდა - თუ რუსეთი არ დამარცხდება, კვლავ განახორციელებს თავდასხმას - უკრაინამ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უნდა მიიღოს

თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას უკრაინაზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

დუდას თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ეს ნატოში შესვლის გარანტიაა.

"თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება... 

როგორც პოლონეთი, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ...

იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს", - განაცხადა დუდამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics