2023-11-18 11:34:12, 912 ნახვა
მსოფლიო
BBC - ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის დაღუპვა დადასტურდა
ტანზანიის მთავრობამ ღაზაში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის, 22 წლის კლემენს ფელიქს მთენგას დაღუპვა დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტანზანიის მთავრობის ცნობით, კლემენს ფელიქს მთენგა "ჰამასმა" 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აიყვანა მძევლად, თუმცა როგორ და რა პირობებში დაიღუპა ის ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილის ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მუშაობენ იმისთვის, რომ მისი ცხედარი სახლში გადაასვენონ.
ცნობისთის, გუშინ, 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ გატაცებული 65 წლის იეჰუდიტ ვაისისა და 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედები იპოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,