|
2023-11-17 23:40:03, 6659 ნახვა
Lifestyle
ცნობილი რეპერის P.Diddy-ის ყოფილმა ცოლმა იგი შეურაცხყოფასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა
სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ RnB-ის მომღერალმა კასიმ, იგივე კასანდრა ვენტურამ შეიტანა. მისი თქმით, შონ კომბსი მას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ექვემდებარებოდა "შეურაცხყოფას და გიჟურ მოთხოვნებს". ცნობილი რეპერი შონ კომბსი, უფრო ცნობილი, როგორც პაფ დედი, პ.დიდი ან უბრალოდ დიდდი, ბრალდებულია „სქესობრივი ძალადობისა და ძალადობის წლების განმავლობაში“. სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, RnB მომღერალმა კასიმ, იგივე კასანდრა ვენტურამ შეიტანა. სარჩელის თანახმად, მან „შეიყვანა იგი ნარკოტიკებით გაჯერებულ ცხოვრების წესში“, მათ შორის აიძულა სხვა მამაკაცებთან სექსი და სასტიკად ცემა და გააუპატიურა. ისინი 2018 წელს დაშორდნენ. კომბსის ადვოკატმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და მათ "შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი" უწოდა. P. Diddy, სამი გრემის ჯილდოს მფლობელია, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპ არტისტი ისტორიაში. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ის 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითი გახდა. ოთხი კავშირიდან შვიდი შვილი ჰყავს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)