03:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 17:16:19, 660 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალ სერვისზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის პროექტი გააჟღერა. ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

,,მოხარული ვარ, გაცნობოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ინიციატივას ცოტა ხანში წარმოგიდგენთ პარალამენტში და მადლიერები ვიქნებით, თუ გვექნება თქვენი შესაბამისი მხარდაჭერა“ - განცხადა რატი ბრეგაძემ.  

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვის პასუხად ისაუბრა. დეპუტატი დაინტერესდა, რა ეფექტური მექანიზმები არსებობს, როდესაც მოქირავნე არ იხდის ქირის თანხას და ამავდროულად, ნებაყოფლობით არ ცლის უძრავ ქონებას. 

,,სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის“ პროექტი გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, სადაც მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცეს სააღსრულებო ფურცელი





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics