03:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 16:30:21, 575 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - პენიტენციური სისტემის თანამშრომლები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში იმყოფებიან, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით

​პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა დაინერგა და 24-საათიან ცვლაში მომუშავენი უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით.,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის განცხადებით, სისტემის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტულია.

„ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე და მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ დავიწყეთ კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში თანამშრომლები უკვე უზრუნველყოფილნი არის სამჯერადი კვებით – ვგულისხმობთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც არიან სამორიგეო ცვლაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები კი, დღის განმავლობაში უფასო კვებით ერთჯერადად არიან უზრუნველყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics