|
2023-11-17 13:46:32, 703 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ
ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბა 16 ნოემბერს სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან "ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები" განიხილა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ასევე საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება "ოფიციალურ" დოკუმენტში - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "ბრძანებულებაში". როგორც არძინბამ აღნიშნა, გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც აღიქმება, "როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა". "მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზეთ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიხურება",- თქვა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს "კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს "დეზინფორმაციას აწვდიან" მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)