04:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:34:21, 546 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს

​ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, 2024 წლის ღონისძიებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უმასპინძლებს.

„2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ. ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაცია, რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს, ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს ჩაატარებს თბილისში და ესეც, რა თქმა უნდა, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბიზნეს ასოციაციების კუთხითაც საქართველო არის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics