04:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:32:56, 575 ნახვა

საზოგადოება
ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა და მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გახსნის დღიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე იუსტიციის სახლები 500-მდე მომხმარებელს მოემსახურა.

„ჩვენ გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და დღეს ჩვენ პატიმრებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის, ასევე მათი რესოციალიზაციის ქმედითი კომპონენტი. მოგეხსნებათ, მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს ციხის ტერიტორიას, მას ექნება სრული შესაძლებლობა ზუსტად ისევე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, როგორც ციხის გარეთ მყოფმა სხვა ადამიანმა. ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ",- თქვა  ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics