04:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:27:07, 531 ნახვა

საზოგადოება
მობილური იუსტიციის სახლებით მომხმარებელს სერვისებს საკუთარი სახლის ჭიშკართან ვაწვდით - რატი ბრეგაძე

"მობილური იუსტიციის სახლი" არის უპრეცედენტო ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც რომლის მეშვეობითაც სპეციალური მიკროავტობუსები მოძრაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას საკუთარი სახლის ჭიშკართან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მობილური იუსტიციის სახლი განკუთვნილია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილიალებისგან მოშორებულ სოფლებში ცხოვრობენ.

"მობილური იუსტიციის სახლები განკუთვნილია ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც ხანგრძლივი დრო უწევს იმისთვის, რომ მივიდეს იუსტიციის სახლებთან და მიიღოს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმენით იმისთვის, რომ მიიღონ მომსახურება იმავე რეჟიმში, როგორსაც ისინი მიჩვეულნი არიან იუსტიციის სახლებში და შესაბამისად დაიკმაყოფილონ ყველა ის საჭიროება, რომლებიც მათ აქვთ სახელმწიფოს წინაშე",- განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, მობილური იუსტიციის სახლი მთელ საქართველოშია და 150-ზე მეტი სოფლის 50 000- ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics