04:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:22:20, 550 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა

​პენიტენციური კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„ეს კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და მის შემუშავებაში ჩართული იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არავინ ელოდა, რომ ამ ტიპის კოდექსის შემუშავება ასეთ მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი – სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ დავასრულეთ მასზე მუშაობა და 90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა ავსახეთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კოდექსის მიღების შემდგომ:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics