|
2023-11-17 11:21:12, 668 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ზურაბიშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია
სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას "გადააბიჯა". "რაც არ უნდა სცადონ სალომე ზურაბიშვილის წინა ხაზზე გამოყვანა, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება და აფასებს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი. ამით მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი ხალხის გაცხადებული ნდობა კონსტიტუციისადმი და ის ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც მან გადააბიჯა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. მცდელობები არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამოხატული მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევით. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი გამოხატული კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან დაძაბულობის ფონის შექმნისთვის, რაზეც შემდგომ საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას ბოდიშის მოხდაც კი უწევს, ამიტომ წარმოუდგენელია ასეთმა პირმა რამე სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს. რაც უნდა რესურსი დახარჯონ სალომე ზურაბიშვილის გააქტიურებაში, საზოგადოება კარგად აფასებს მის კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ ვის ინტერესებს ემსახურება და ხელისგულზე დევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მოქმედებს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით. შესაბამისად, ასეთ პირებს პოლიტიკური მომავალი ვერ ექნებათ“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)