20:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 10:10:22, 790 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. 

ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, გვარამიას გარდა, კიდევ 3 ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე ტოგოდან. 

"ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ცოლ-შვილს, სოფოს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, მან ყველაზე მეტი გააკეთა ჩემი თავისუფლებისთვის, ვუძღვნი "მთავარ არხს", რომელიც ჩემი დიდი ოჯახია და რომელიც არანორმალურად მიყვარს. მე ვფიქრობ, რომ CPJ-ის მიერ ამ პრემიის გადაცემა იყო არა მარტო იმის აღნიშვნა, რომ მე ეს დავიმსახურე, არამედ პირველ რიგში იყო განაცხადი, რომ ევროპა არ არის ავტორიტარებისგან თავისუფალი ტერიტორია, ევროპა არ არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი ტერიტორია და საქართველო, დიახ, მას ჰყავს პოლიტპატიმრები, ის არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ”,- განაცხადა გვარამიამ ცერემონიის შემდეგ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელმაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics