|
2023-11-16 16:44:18, 685 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც ჩვენ შევთანხმდით, მაღალი დონის დიალოგი უკვე რეგულარულად, ყოველ წელს გვექნება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უწყების ცნობით, დავითაშვილმა და სიმსონმა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში დღეს თბილისში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ენერგეტიკულ საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ახალ გზას იწყებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით. ამასთან, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების შესრულების თვალსაზრისით - ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. „ამისთვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, მიღწეული პროგრესის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით. ქვეყანას, რა თქმა უნდა, გააჩნია უდიდესი ენერგოპოტენციალი განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ათვისების გზაზე ჩვენ ვგრძნობთ ევროპის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მჭიდრო დიალოგი აქვს როგორც ევროკომისიათან, ისე Energy Community-სთან. რეფორმების განხორციელების პროცესში კი ქვეყანა მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან. როგორც დღეს ლევან დავითაშვილისა და კადრი სიმსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. „ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მათ შორის შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო დიალოგის ფარგლებში ასევე პროგრესი გვექნება. ასევე ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული და ესეც, რა თქმა უნდა, უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)