15:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 14:11:17, 883 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ში დაპირისპირება 2024 წლის საარჩევნო პროცესის სათანადოდ წარმოდგენას შეუწყობს ხელს.

"მთავარია ჩვენთვის, რომ ეს დაპირისპირება და კინკლაობა კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს ხელ შეუწყობს, რა თქმა უნდა, საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას 2024 წელს. ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს "ნაცმოძრაობაში",- განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics