|
2023-11-16 12:37:56, 1376 ნახვა
რეგიონი
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა
17 ნოემბერს, ბათუმში შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლინდება, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. ორთვიანი კამპანიისას, აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონ წვდომას (Reach) გადააჭარბა და ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და სერვისები. "კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდება კამპანიის რომელი მონაწილის მიერ გამოქვეყნებულმა სამოგზაურო კონტენტმა დააგროვა ყველაზე მეტი წვდომა (არანაკლებ 10 მილიონი) და მოიგო კამპანიის მთავარი პრიზები. კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)