00:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 09:33:39, 851 ნახვა

პოლიტიკა
IRI - შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, 25% მხარს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 18%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 25% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% "საქართველოსთვის" და ა.შ. 

კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთაგან "ევროპულ საქართველოს" ხმას არასდროს არ მისცემდა 13%, "ალტ-ინფოს" - 12%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 11%, "ლელოს" - 10%, "სტრატეგია აღმაშენებელს" და "პატრიოტთა ალიანსს" - 9%, "საქართველოსთვის" (გიორგი გახარია) - 8%, "მოქალაქეებს" (ალეკო ელისაშვილი) - 6%, "ხალხის ძალას" - 4%, "ხალხისთვის" (ანა დოლიძე) - 2%. 

გარდა ამისა, გამოკითხულთა 8%-ის თქმით, არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა, 12%-მა თქვა, რომ არ იცის, ხოლო 5%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics