07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:23:17, 658 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე 2024 წელს გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი

2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი, საიდანაც 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.

"გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტი სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგემილია, დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს.

ხუციშვილის თქმითვე, გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს, ასევე, დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, 2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics