07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:12:19, 622 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - დევნილთა განსახლების პროგრამის გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დევნილთა განსახლების ტემპის დაჩქარების მიზნით, გასული წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.

"გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გარდა ამისა, გრძელდება „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა.  ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა; ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილია 8,0 მლნ ლარი. 

ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიიმართება 8,6 მილიარდ ლარზე მეტი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics