07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 15:51:33, 571 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - საქართველო განაგრძობს ევროკავშირის რეგულაციებთან შემდგომი ჰარმონიზების პროცესს

საქართველო განაგრძობს ევროკავშირის რეგულაციებთან შემდგომი ჰარმონიზების პროცესს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, საქართველო ამჟამად, პირველად ამზადებს ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით. მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე; გრძელდება მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმაზე.

მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით წლებია ხორციელდება შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა.

„ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში მდგრადი მაკრო-ფისკალური პარამეტრების შენარჩუნებას და მკაცრ, თუმცა ამავდროულად, ეფექტურ და მოქნილ ფისკალურ დისციპლინას, რომელიც ვითარდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად", - განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმითვე, საქართველოს საგადასახადო სისტემა წლებია წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics