00:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 11:02:28, 838 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე - მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სულ უფრო უახლოვდება.

"გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს...

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა",- ამბობს რობინ დანიგანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics