2023-11-14 22:47:00, 679 ნახვა
მსოფლიო
ბენი განცი - მძევლების გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, ისრაელი ღაზას „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს
მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზას სექტორის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
განცის თქმით, ისრაელი ახორციელებს ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალისხმევას, რათა მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
„მაშინაც კი, თუ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო, ომი არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს“, - განაცხადა განცმა.
ცნობისთვის, ისრაელის ინფორმაციით, ორგანიზაცია „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 240 მძევალია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,