|
2023-11-14 17:22:04, 1734 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო თათბირი გამართა
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო თათბირი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ 2024 წლის პრიორიტეტებზე და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანად განხორციელებაზე ისაუბრა. მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა, ნაერთი ბიუჯეტი მილიარდ ლარს მიუახლოვდა. გაიზარდა როგორც სამინისტროების, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ,,2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება. მომავალი წლის გეგმები და ამოცანები კიდევ უფრო ამბიციურია. წელს პირველად, ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდ ლარს. საკუთრივ აღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტია. ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ბიუჯეტი და შესაბამისად გაორმაგდა სამინისტროების დაფინანსებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად ხდებოდეს ყველა პროექტის განხორციელება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 2024 წელს განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყალმომარაგება, „ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობა, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება, გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტი, ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის" განვითარების პროექტი. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 35 მლნ ლარი დაიხარჯება. 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით იზრდება და 51 მლნ ლარს გადააჭარბებს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტთა სამედიცინო მომსახურება, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსება და სხვა. ახალი პროექტები განხორციელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი იზრდება. გაიზარდა ციტრუსის სუბსიდირება, გაგრძელდება საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის ფარგლებში მეწარმეების დაფინანსება, მიწის უფასოდ დამუშავება. იგეგმება პროექტების განხორციელება ეკო ტურიზმის, აგრომეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით, განხორციელდება სატყეო რეფორმა. სამუშაო შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის მთავრობის და სამინისტროების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)